Tuesday, April 14, 2015

დღევანდელი დღე იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.  ვიმუშავეთ, თუ  როგორ უნდა მოვამზადოთ  და წარმოვადგინოთ  ჩვენი ნამუშევრები  ეფექტურად, გავუზიარეთ კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგების ჩატარებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიო

Monday, April 6, 2015

დღევანდელ დღეს გავეცანით,თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს მოსწავლეებს,რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ და როგორ დავაკმაყოფილოთ მათი განსხვავებული საჭიროებები. ასევე ვისწავლეთ,თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიანტირებულ სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Saturday, April 4, 2015

დღევანდელ დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში,როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
დღევანდელ დღეს გავეცანით,თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები ჩვენს პროექტზე მუშაობისას.

Saturday, March 28, 2015

დღეს ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.  ასევე ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და მათი სამართლიანი გამოყენება განათლების სისტემაში. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დღისთვის.

Sunday, March 22, 2015

 ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა თანმიმდევრობით. ახალი და საინტერესო იყო, როგორ დავსვა კითხვები, რომ ბავშვებმა სწორი მიმართულებით იმუშავონ.
მეტ ინფორმაციას მივიღებდი კიდევ თუ გაგრძელდება ეს ტრენინგები. დიდი მადლობა ქალბატონ ნანას.